თარიღი და დრო: 4 დეკემბერი, 19:00.
ლოკაცია: ონლაინ
ენა: ქართული
მასტერკლასის შესახებ: მასტერკლასის ფარგლებში მონაწილეები:
გაეცნობიან ლიდერობის ძირითად სტილებს, მათ თავისებურებებს და პრაქტიკაში გამოყენების გზებს
ისწავლიან, როგორ შეარჩიონ კონკრეტული სიტუაციის შესაბამისი ლიდერული მიდგომა მაქსიმალური შედეგის მისაღწევად
შეიძენენ ლიდერობის სხვადასხვა სტილის კომბინირების უნარს
მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს, როგორ მოერგონ ცვალებად გარემოს და გაუმკლავდნენ გამოწვევებს სწრაფად და ეფექტურად
*მასტერკლასი ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ აქტივობებს.
ტრენერის შესახებ: გიორგი ბურდული არის ანტრეპრენერი და ლექტორი; ტექნოლოგიური სტარტაპი Mimirex-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; ოფიციალური ღონისძიებების მენეჯმენტის კომპანია “Georgian Progress Group”-ის და საქართველოში უმსხვილესი ინდუსტრიული სამრეცხაო “Lavanderia”-ს თანადამფუძნებელი. მას აქვს გუნდების წარმატებული ლიდერობის მრავალწლიანი გამოცდილება მენეჯერულ და ტოპ მენეჯერულ დონეებზე საჯარო, კერძო, სამეწარმეო, არასამთავრობო, მედია და აკადემიურ სფეროებში.