წინამდებარე ვებ-გვერდის (შემდგომში: “Mimirex” “მიმირექს“ “პლატფორმა“ „ვებ-გვერდი“) გამოყენება რეგულირდება შპს „მიმირექს“-ის (ს/კ 406355224) მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს მიმირექსის გამოყენებას. ვებ-გვერდზე სტუმრობით, ან მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით, ადასტურებთ და სრულად ეთანხმებით მითითებულ ყველა დანაწესს, რომელიც შესაძლოა ცალმხრივად შეიცვალოს შპს „მიმირექსის" მიერ გარკვეული პერიოდულობით, რაც დაფიქსირდება მოცემულ ვებ-გვერდზე. მიმირექსზე გამოქვეყნებული სერვისების გამოყენებისას, თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ წესებსა და პირობებს.
ტერმინთა განმარტებანი
- “Mimirex”- შპს „მიმირექსის“ მფლობელობაში არსებული ვებ გვერდი (საიტი) და აპლიკაციები (https://mimirex.com)
- "მმართველი კომპანია"- მიმირექსის მმართველი კომპანია - შპს “მიმირექს”(ს/კ 406355224);
- „კლიენტი“ - ვებ-გვერდზე არსებული მომხმარებელი, რომელიც სარგებლობს მიმირექსის მომსახურებით, იყენებს ვებ-გვერდს სასურველი ექსპერტების მოძიების მიზნით, უკვეთავს ან/და ყიდულობს ექსპერტის მომსახურებას.
- „ექსპერტი“ - ვებ-გვერდზე არსებული მომხმარებელი, რომელიც სარგებლობს მიმირექსის მომსახურებით, იყენებს ვებ-გვერდს სასურველი ექსპერტების მოძიების მიზნით, უკვეთავს ან/და ყიდულობს ექსპერტის მომსახურებას ან ალტერნატიურად რომელიც სარგებლობს მიმირექსის მომსახურებით, ანთავსებს სასურველ ინფორმაციას საკუთარი ცოდნის, პროფესიული გამოცდილების ან განათლების შესახებ, ინფორმაციის სხვა მომხმარებლებისთვის გაზიარების და მათთვის სერვისის მიწოდების მიზნით.
- “მომხმარებელი” - ფიზიკური ან იურიდიული პირი რომელიც სარგებლობს მიმირექსის მომსახურებით, რეგისტრირებულია ვებ-გვერდზე როგორც მომხმარებელი და იყენებს მიმირექსის მომსახურებას „კლიენტის“ ან/და „ექსპერტის“ ფორმატში. ნებისიერ მომხმარებელს აქვს უფლება გამოიყენოს ვებ-გვერდი როგორც „კლიენტის“, ასევე „ექსპერტის“ როლში.
- „განცხადება“ - “ექსპერტის” მიერ განთავსებული განცხადება, რომელშიც აღწერილია სერვის(ებ)ი, რომლის გაწევაც მას შეუძლია „კლიენტებისთვის“.
- „რეზიუმე / CV” – მომხმარებლის პროფესიული და აკადემიური ისტორია (რომელიც მოიცავს, მაგრამ არ არის შეზღუდული, შემდეგი ინფორმაციით: მომხმარებლის საგანმანათლებლო ისტორია, წარსული და მიმდინარე სამუშაო გამოცდილება, სერტიფიკატები, ინფორმაცია წარსულ ან/და მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით, ასევე ინფორმაცია რომელიც ბმულის მეშვეობით არის ნაჩვენები ვებ-გვერდზე კომპოტენეციის დადასტურების მიზნით); რეზიუმეს გაზიარების უფლება, აქვს ნებისმიერ მომხმარებელს. გარდა ცალკე დოკუმენტისა, რომელიც წარმოაგენს სტანდარტულ/ტრადიციულ დოკუმენტს რომელიც აღქმული იქნება CV ან რეზიუმედ, რეზიუმეს/CV-ს გაზიარება ვებ-გვერდზე ასევე მოიცავს მომხმარებლის გვერდზე შესაბამის ველებს, სადაც მათ შეყავთ თითოეული გამოცდილება (სამუშაო, საგანმანათლებლო, პროფესიული და.ა.შ.) და ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია რომელიც გაზიარებულია ბმულის მეშვეობით, რომელიც მომხმარებლის პროფილს „ამაგრებს“ ან „აბავს“ დამატებით ინფორმაციას, რაც მეტყველებს მომხმარებლის კომპტენეციაზე.
- „დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტები“ - დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს მომხმარებლის „რეზიუმე/CV”-ში არსებულ ინფორმაციას (მაგ: დიპლომი, სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი და.ა.შ.). „მიმირექსს“ არ აქვს წინასწარ განსაზღვრული ფორმატი რომლითაც მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა არ არის სავალდებული და ემსახურება მხოლოდ „ვერიფიკაციის“ სტატუსის მინიჭებას ვებ-გვერდზე.
- „ვერიფიკაცია“ - მომხმარებლის პროფესიული და აკადემიური ისტორიის ნამდვილობის დადასტურება, რომელიც აღქმადია სხვა მომხმარებლებისთვის. ვერიფიკაციის პროცესი ხორციელდება მექანიკურად და მოიცავს მმართველი კომპანიის თანამშრომლების მიერ „რეზიუმე/CV“-ში მითითებული ინფორმაციის ნამდვილობის დადგენას, დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე. „მიმირექსი“ არ იღებს პასუხისმგებლობას ვერიფიცირებული მომხმარებლის მიერ მიწოდებული სერვისის ხარისხზე და არ იძლევა გარანტიას, რომ ვერიფიკაცია აუცილებლად ნიშნავს გარკვეული პროფესიული ან აკადემიური ხარისხის/გამოცდილების არსებობას. „მიმირექსის“ თანამშრომლები ვერიფიკაციის განხორციელების დროს აფასებენ წარმოდგენილ დოკუმენტაციას გარეგანი ვიზუალური დათვალიერების და შინაარსის ზედაპირული შეფასების საფუძველზე. „მიმირექსი“ არ წარმოადგენს სააკრედიტაციო კომპანიას და მომხმარებლებმა არ უნდა განიხილონ ვერიფიკაცია/ვერიფიცირებული სტატუსი, როგორც მიმირექსის მხრიდან ხარისხის მინიჭება ან/და აღიარება. მიმირექსი უფლებას იტოვებს უარი უთხრას ნებისმიერ მომხმარებელს ვერიფიკაციაზე ნებისმიერი მიზეზით, მიუხედავად წარმოდგენილი დოკუმენტაციისა.
- „პლატფორმა“ – „მმართველი კომპანიის“ მიერ ოპერირებადი ვებ-გვერდი https://mimirex.com
- „მომხმარებლის პროფილი“ - ციფრული სივრცე, რომელსაც იყენებს “მომხმარებელი” მიმირექსის მომსახურებით სარგებლობისას.
- „ჩვენ“ - შპს „მიმირექსის“ მფლობელობაში არსებული ვებ გვერდი (საიტი) და აპლიკაციები (https://mimirex.com)
შეთანხმების ძირითადი პირობები
- “მიმირექსი” არის კომპანია, რომელიც „კლიენტებს“ და „ექსპერტებს“ აკავშირებს ერთმანეთთან.
- „მმართველ კომპანია“ არ ფლობს “მიმირექსზე“ განთავსებულ „განცხადებებს“ და „პლატფორმაზე“ განთავსებული განცხადებები ეკუთვნით „ექსპერტებს“, რომლებიც სარგებლობენ „ჩვენი“ სერვისით.
- „მმართველი კომპანია“ “კლიენტებს” აძლევს ონლაინ წვდომას „ექსპერტების“ მიერ განთავსებულ „განცხადებებზე“ და ასევე აძლევს მათ უფლებას მოითხოვონ კონსულტაცია ნებისმიერ თემატიკაზე კონკრეტული „ექსპერტებისგან“ ვებ-გვერდზე არსებული მიმოწერის და მოლაპარაკების სისტემ(ებ)ის ფარგლებში.
- „მმართველი კომპანია“ რეგისტრაციის შემდეგ „მომხმარებლებს“ აძლევს წვდომას პროფილზე.
-
თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია არ უნდა:
- იყოს მცდარი, არაზუსტი და არ უნდა შეჰყავდეს შეცდომაში “მომხმარებელი”.
- ემსახურებოდეს თაღლითობას, ტყუილს ან ნდობით ბოროტად სარგებლობას.
- ეხებოდეს მესამე პირის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას, არ უნდა არღვევდეს მესამე პირის უფლებებს.
- შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც შელახავს მესამე პირის ღირსებას ან ბიზნეს რეპუტაციას.
- შეიცავდეს რელიგიური, ეთნიკური, თუ სხვა სახის უმცირესობათა დისკრიმინაციას.
- შეიცავდეს მუქარას ვინმეს მიმართ.
- მოუწოდებდეს კრიმანალური ქმედებისაკენ.
- უწევდეს მხარდაჭერას, ან პროვოცირებდეს ტერორისტულ და ექსტრემისტულ ქმედებებს.
- შეიცავდეს პორნოგრაფიულ შინაარსს.
- შეიცავდეს სარეკლამო ინფორმაციას (გარდა იმ კონკრეტული ქონების, პროდუქციისა თუ მომსახურებისა, რომელიც განთვსებულია მიმირექსზე), აკრძალულია განცხადებაში სხვა ვებ-გვერდის მითითება (გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ასეთის მითითების უფლება გაცემულია მიმირექსის მიერ წერილობითი ფორმით).
- არღვევდეს რაიმე სხვა გზით საქართველოს მომქმედ კანონმდებლობას.
ხელშეკრულების საგანი ექსპერტებისთვის:
„ექსპერტებისთვის“ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მომსახურების ღირებულების სანაცვლოდ „ექსპერტების“ მიერ „“მიმირექსის” სერვისების გამოყენება, რომელიც შეიძლება იყოს უფასო ან ფასიანი:
- „პლატფორმაზე“ ინფორმაციის განთავსება საკუთარი მომსახურების შესახებ (უფასო);
- „მომხმარებლების“ ბაზასთან წვდომა (უფასო);
- „პროფილის“ სხვადასხვა ფუნქციონალით სარგებლობა (უფასო);
- „კლიენტთან“ კომუნიკაციაში შესვლა (უფასო);
- „კლიენტისთვის“ საკუთარი მომსახურების მიყიდვა და მისი განხორციელება (ფასიანი);
ხელშეკრულების საგანი კლიენტებისთვის:
კლიენტებისთვის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს „პლატფორმის“ გამოყენებით შემდეგი სერვისებით სარგებლობა, რომელიც შეიძლება იყოს უფასო ან ფასიანი:
- „პლატფორმაზე“ „ექსპერტების“ აღმოჩენა (უფასო);
- “პლატფორმიდან”“ „ექსპერტთან“ კომუნიკაციის დამყარება (უფასო);
- გაგზავნილი და შენახული კორესპონდენციის მართვა (უფასო);
- კატეგორიების გამოწერა (უფასო);
- „ექსპერტ(ებ)ისგან“ მომსახურების შესყიდვა (ფასიანი);
- „ექსპერტ(ებ)თან“ ანგარიშსწორება (ფასიანი);
რეგისტრაცია
- “მიმირექსის“ „პლატფორმის“ გამოსაყენებლად „მომხმარებელმა“ უნდა გაიაროს რეგისტრაცია.
-
„მიმირექსზე“ რეგისტრაციის გავლისას „მომხმარებელმა“ შესაბამის ველებში უნდა მიუთითოს
შემდეგი მონაცემები:
(იურიდიული პირის შემთხვევაში):
- იურიდიული პირის დასახელება;
- საიდენტიფიკაციო ნომერი;
- ელ.ფოსტა;
- საკონტაქტო პირის მობილური ნომერი;
- პაროლი;
- „მმართველი კომპანიის“ მიერ მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია (ასეთის არსებობისას).
(ფიზიკური პირის შემთხვევაში):
- სახელი და გვარი;
- ელ.ფოსტა;
- მობილური ნომერი;
- პაროლი;
- „მმართველი კომპანიის“ მიერ მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია (ასეთის არსებობისას).
- “მომხმარებელი” რეგისტრაციის დასრულებამდე უნდა დაეთანხმოს “მიმირექსის“ წესებსა და პირობებს.
-
“მომხმარებლის პროფილის” გამოყენებით “მომხმარებელს” აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს
შემდეგი სერვისებით/ფუნქციონალებით:
- შეიყვანოს ინფორმაცია საკუთარ თავზე;
- გამოიყენოს პროფილი როგორც „კლიენტმა“ ან/და „ექსპერტმა“.
- ბიზნესის პროფილში მითითებული ინფორმაციის/მონაცემების სისწორეზე და ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება “მომხმარებელს”.
- “მომხმარებელი” პასუხისმგებელია პროფილში განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. „მომხმარებელი“ პასუხისმგებელია ყველა იმ უარყოფით შედეგზე და ზიანზე, რაც გამოწვეულია მის მიერ პროფილის გამოყენებისათვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაციის მესამე პირისთვის მიწოდების გამო.
- “მიმირექსის“ ვებ-გვერდზე რეგისტრაცია გახლავთ უფასო. ვებ-გვერდზე რეგისტრაციისთვის თქვენ გაქვთ სამი ალტერნატივა, “მომხმარებელმა” ან უნდა მიუთითოს მობილურის ნომერი, რომელზეც მიიღებს აქტივაციის კოდს და შემდგომ შეიყვანს პაროლს და სხვა პერსონალურ მონაცემებს ან განახორციელოს რეგისტრაცია Facebook-ის ან Google-ის “ანგარიშის” გამოყენებით.
- გთხოვთ გაუფრთხილდეთ და არ გადასცეთ მესამე პირებს თქვენი პაროლი.
- თქვენ პასუხისმგებელნი ხართ “მიმირექსის” ვებ-გვერდზე განხორციელებულ ნებისმიერი ინფორმაციის განთავსებაზე თქვენი პროფილის სხვა პირების მიერ გამოყენების შემთხვევაშიც კი. თქვენ, როგორც “მომხმარებელი”, კისრულობთ ვალდებულებას დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში.
- იმ შემთხვევაში თუკი თქვენს მიერ არასწორი ინფორმაცია იქნა მითითებული, რეგისტრაციის შემდგომ ნებისმიერ დროს, ავტორიზაციის შემდეგ, შეგიძლიათ დააკორექტიროთ ნებისმიერი ინფორმაცია თქვენს პროფილში.
- “მიმირექსი” არ ფლობს ინფორმაციას და არ მიუწვდება ხელი მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე სერვისების შეძენისას ან/და გაწეული მომსახურების სანაცვლოდ თანხის მიღებისას გამოყენებული საბანკო ბარათების ისეთი მონაცემების შესახებ, როგორიცაა ბარათის ნომერი, ბარათის უსაფრთხოების კოდი და სხვა.
- მომხარებლის მიერ ვებ-გვერდზე შემდგომი გადახდებისთვის ან/და თანხის მიღებისთვის დამახსოვრებული ბარათი ინახება ბანკის დაცულ სერვერზე.
ავტორიზაცია
- “ანგარიშის” რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებ-გვერდის გამოყენების მიზნით “მომხმარებელი” გადის ავტორიზაციას.
- ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით.
“მომხმარებელი”, მისი ასაკი, განცხადებები და გარანტიები
-
“მიმირექსის“ ვებ-გვერდით და სარგებლობისთვის, მომხმარებლის ასაკი უნდა შეადგენდეს ან
აღემატებოდეს 18 წელს, წინააღმდეგ
შემთხვევაში საჭიროა მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. წინამდებარე წესებსა და
პირობებზე დათანხმებით, “მიმირექსით“
სარგებლობით და მომსახურების მიღების ან/და გაწევისას, “მომხმარებელი” ადასტურებს და
გარანტიას იძლევა, რომ:
- წარმოადგენს 18 წელს მიღწეულ ქმედუნარიან ფიზიკურ პირს ან გააჩნია კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ან/და წარმოადგენს იურიდიულ პირს;
- არ წარმოადგენს თაღლითობის, ძალადობის, მუქარის, ზეწოლისა და მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა მართლსაწინააღმდეგო და აკრძალული მოქმედების ობიექტს მისი ან სხვა ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან;
- სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოხატვის შინაარსს, წინამდებარე წესებისა და პირობების არსს და მათგან გამომდინარე მათ შორის სამართლებრივ შედეგებს;
- “მომხმარებელს” გააჩნია ან მიღებული აქვს სრული უფლებამოსილება შეუზღუდავად ისარგებლოს “მიმირექსის“ ვებ-გვერდით, აპლიკაციით და მომსახურებით და შეასრულოს წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრული ვალდებულებები.
- ყურადღებით გაეცნო და მისთვის სრულად მისაღებია წინამდებარე წესები და პირობები, ისევე როგორც “მიმირექსის“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა;
- მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი და უტყუარი და მისი ქმედება არ არის და არ იქნება მომავალში მიმართული “მიმირექსის“ ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მესამე პირის მოტყუებისაკენ;
- “მომხმარებელი” აცხადებს თანხმობას, რომ “მიმირექსის“ განხორციელებული სატელოფონო ან/და აუდიო-ვიზუალური კავშირის (როგორც შემავალი, ისე გამავალი) დროს მხარეთა შორის საუბარი ჩაწერილ იქნას “მიმირექსის“ მიერ და გამოყენებულ იქნას როგორც მომსახურების გაუმჯობესებისა და არსებობის შემთხვევაში მხარეებს შორის დავის გადაწყვეტის, ისე კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
- აღნიშნული განცხადებების და გარანტიების დარღვევის შემთხვევაში, “მიმირექსს“ გააჩნია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სრული უფლებამოსილება, “მომხმარებელი” თანახმაა აუნაზღაუროს და დაიცვას “მიმირექსი“ ნებისმიერი ზარალისგან, საჩივრისგან, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ნებისმიერი ხარჯისგან, იურიდიული პროცესებისგან და ნებისმიერი სხვა ვალდებულებისგან, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამგვარი დარღვევის შედეგად.
გადახდები “მომხმარებლის” მიერ
- “მომხმარებელი” რომელიც ვებ-გვერდს მოიხმარს „ექსპერტის“ რანგში, „განცხადების“ გამოქვეყნებისას თავისით ირჩევს საკუთარი „მომსახურების“ საათობრივ ღირებულებას.
- “მომხმარებლები” „კლიენტის“ და „ექსპერტის“ რანგში თავად თანხმდებიან რა მომსახურებას უნდა მოიცავდეს კონკრეტული შეთანხმება და რა თანხის ან/და საათაბრივი/წუთობრივი ანაზღაურების სანაცვლოდ, რაზეც დამოკიდებულია „მიმირექსისთვის“, როგორც შუამავალი პლატფორმისთვის გადასახდელი თანხა (საქართველოს კანონმდელობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის, მათ შორის არსებობის ან/და საჭიროების შემთხვევაში დღგ-ს ჩათვლით).
- „მიმირექსის“ მომსახურების სრული ღირებულება ითვლება როგორც ტრანზაქციის ჯამური ღირებულების პროცენტი (%) და მისი ღირებულება თვალსაჩინოდ იქნება გამოჩენილი შეთანხმების მომენტში „მომხმარებლისთვის“.
- „მომხმარებელი“ „კლიენტის“ რანგში, „ექსპერტთან“ შეთანხმების მომენტში, მომსახურების გაწევამდე იხდის სერვისის საფასურს (როგორც „ექსპერტის“ ასევე „მიმირექსის“ კუთვნილ თანხას) უნაღდო ანგარიშსწორებით - საბანკო ბარათით.
- “მმართველი კომპანია” იღებს პასუხისმგებლობას რომ „ვებ-გვერდის“ მეშვეობით გადახდა მუშაობდეს და პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში იზრუნოს მის აღმოფხვრაზე.
- “ექსპერტის“ მიერ პლატფორმაზე გამომუშავებული თანხა გროვდება „ექსპერტის“ პროფილში. თანხის პლატფორმიდან გატანა არ არის დაკავშირებული მომსახურების გაწევის დროსთან. მომხმარებელს პროფილზე არსებული თანხის გატანა საბანკო ანგარიშზე შეეძლება ყოველი თვის 1 (პირველ) ან/და 15 (თხუთმეტ) რიცხვში. თანხის გატანისთვის საჭირო მინიმალური ბალანსი შეადგენს 50 ლარს.
„განცხადების“ შედგენა და პლატფორმაზე გაზიარება
- “მომხმარებელს” რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეუძლია პლატფორმაზე შექმნას განცხადება, რომელიც გასაჯაროვდება „მიმირექსის“ პლატფორმაზე როგორც შეთავაზება სხვა „მომხმარებლებისთვის“. ასევე, “მომხმარებელს” აქვს შესაძლებლობა საკუთრი CV-ს პროფილში ატვირთვის. ასეთი ქმედების განხორციელების შემთხვევაში „მომხმარებელი“ გარდა „კლიენტისა“ ასევე ჩაითვლება „ექსპერტად“.
- „მომხმარებელი“ ვალდებულია რეზიუმეს შედგენის დროს მიუთითოს უტყუარი ინფორმაცია;
- “მომხმარებელს” აქვს შსაძლოებლობა ნებისმიერ დროს განაახლოს და რედაქტირება გაუკეთოს რეზიუმეს;
- “მომხმარებელი“ ვალდებულია პლატფორმაზე მოძიებულ „ექსპერტთან“ ან პლატფორმის მეშვეობით დაკავშირებულ „კლიენტთან“, მომსახურების შესყიდვა განახორციელოს პლატფორმიდან გაუსვლელად. მომსახურების გაწევის მიზნით, პლატფორმა უზრუნველყოფს საგადახდო სისტემას მუშაობას, დაგეგმარება კალენდარის ავტომატურად შემუშავებას, სისტემის რომელიც უზრუნველყოფს ტექსტურ კომუნიკაციას მომხმარებლებს შორის და მომსახურების გაწევის მიზნით საჭირო ვიდეოზარის ბმულის შექმნას.
- “მომხმარებელს” აქვს შესაძლებლობა გახადოს პროფილი ხილვადი სხვა მომხმარებლებისთვის, რა დროსაც „კლიენტები“ შეძლებენ შესაბამის ბაზაში მომხმარებლის პროფილის/რეზიუმეს ნახვას.
- “მომხმარებელს” აქვს შესაძლებლობა რეზიუმეს დამატებით თან დაურთოს სამოტივაციო ვიდეო, რომლის ზომაც არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს.
- “მომხმარებელს” აქვს შესაძლებლობა გადმოწეროს პლატფორმაზე შექმნილი „CV“ პდფ ფორმატში.
- „განცხადების“ გამოქვეყნებისთვის აუცილებელია იგი შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას: (ა) “განცხადების” ტიპი; (ბ) სფერო, რომელშიც მომხმარებელს სურს „ექსპერტის“ რანგში მომსახურების გაწევა; (გ) „ექსპერტის“ შესაძლებლობების აღწერა; (დ) გამოქვეყნების თარიღი და ხანგრძლივობა; (ე) გრაფიკი, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს აქვს დრო „ექსპერტის“ რანგში მომსახურების გაწევის უნარი. (ვ) მომსახურების საფასაური (წუთობრივი, საათობრივი, დღიური და.ა.შ., განცხადების ტიპიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე).
- „განცხადების“ განთავსებისას „მომხმარებელი“ თავად ადგენს „განცხადების“ გამოქვეყნების თარიღსა, ხანგრძლივობას და ღირებულებას. „განცხადებას“ შეიძლება არ გააჩნდეს ვადა ან ხანგრძლივობა და იყოს ვებ-გვერდზე განთავსებული მუდმივად.
განცხადების შინაარსი, შეზღუდვები და გარანტიები
- „მომხმარებელი“ პასუხისმგებელია „განცხადების“ შინაარსზე და „მმართველ კომპანიას“ არ შეიძლება დაეკისროს არავითარი პასუხისმგებლობა, „განცხადების“ არსობრივ შინაარსთან დაკავშირებით.
-
„მომხმარებელი“ ვალდებულია „განცხადების“ ტექსტის გამოქვეყნებისას დაიცვას შემდეგი
პირობები:
- განცხადება არ უნდა შეიცავდეს შეურაცხყოფას, დისკრიმინაციას ან/და მუქარას.
- განცხადება არ უნდა შეიცავდეს ისეთ ინფორმაციას, რომელსაც შეუძლია შელახოს მესამე პირის რეპუტაცია;
- განცხადება არ უნდა შეიცავდეს მცდარ ინფორმაციას;
- განცხადებაში დაცული უნდა იყოს ზოგადი ეთიკის ნორმები;
- განცხადება არ უნდა არღვევდეს მესამე პირის ინტელექტუალურ საკუთრებას;
- განცხადება არ უნდა არღვევდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს;
- „მმართველი კომპანია“ ვალდებულია ეტაპობრივად გაუწიოს მონიტორინგი „ვებ-გვერდზე“ განთავსებულ განცხადებებში არსებულ ინფორმაციას;
- „მმართველი კომპანია“ უფლებას იტოვებს წაშალოს ნებისმიერი განცხადება, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ წესებითა და პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
- „მმართველი კომპანია“ არ არის ვალდებული „ექსპერტს“ აუნაზღაუროს გაწეული მომსახურების საფასური მის მიერ ამ წესებითა და პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს შეუსრულებლობის შემთხვევაში.
შეფასების სისტემა, განცხადებების იერარქია და ალგორითმი
- „მიმირექსის“ ვებ-გვერდს გააჩნია შეფასების სისტემა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლები ერთმანეთს აფასებენ. „კლიენტს“ უფლება აქვს შეაფასოს „ექსპერტი“ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ შორის ფიქსირდება გაწეული მომსახურება. შეფასება მოიცავს როგორც კონკრეტული შეფასების სისტემის რომლის ფარგლებში იწერება შეფასება (მაგ: ქულა ან ვარსკვლავი) ასევე ტექსტობრივ შეფასებას, რომელშიც მომხმარებელს უფლება აქვს დეტალურად აღწეროს საკუთარი გამოცდილება.
- შეფასების მეშვეობით დგება „მომხმარებლების“ რეიტინგი, რომელიც გამოიყენება „მიმირექსის“ ვებ-გვერდის მიერ ერთ-ერთ (მაგრამ არა ერთად-ერთ) კომპონენტად, რომლის მეშვეობითაც მიმირექსი ადგენს ძებნის მომენტში ნაპოვნი „ექსპერტების“ იერარქიას.
- „მიმირექსი“ უფლებას იტოვებს, ნეგატიური შეფასებ(ებ)ის საფუძველზე მომხმარებელს დროებით ან სამუდამოდ შეუზღუდოს ვებ-გვერდის „ექსპერტად“ მოხმარების საშუალება.
- „მიმირექსის“ მიერ გამოყენებული ალგორითმი არ არის საჯარო და მომხმარებლებს არ აქვთ უფლება იცოდნენ კონკრეტულად რა მეთოდით ახდენს „მიმირექსი“ მომხმარებლების განცხადებების სორტირებას.
- „მიმირექსი“ უფლებას იტოვებს ალგორითმს მიღმა, ნებისმიერი მიზეზით, მოახდინოს ნებისიერი „მომხმარებლის“ ან „განცხადების“ ადგილის შეცვლა, განურჩევლად მისი შეფასების/რეიტინგისა.
- „მომხმარებლებს“ არ აქვთ უფლება მოახდინონ საკუთარი შეფასების რაიმე ფორმით მანიპულირება, დამალვა ან შეცვლა.
- „მიმირექსი“ უფლებას იტოვებს გამოაჩინოს ან/და აქცენტი გააკეთოს კონკრეტულ შეფასებებზე და რეცენზიებზე მომხმარებლების ჩართულობის გარეშე.
- „მიმირექსი“ უფლებას იტოვებს დამალოს ან არ გამოაჩინოს გარკვეული შეფასებები, მათი სიძველის/არააქტუალურობის გამო (ასეთ შემთხვევაში სტანდარტი გავრცელდება ყველა „მომხმარებელზე“ თანაბრად“).
ინტელექტუალური საკუთრება
“მიმირექსზე”, მის შინაარსზე, სტრუქტურასა და დიზაინზე სრულად ვრცელდება შპს „მიმირექსის“ საავტორო უფლება. ექსკლუზიური უფლებები ვრცელდება „მიმირექსის“ მიერ შექმნილ და რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერ ობიექტზე, მათ შორის მის კუთვნილ სასაქონლო ნიშნებზე. საავტორო (©) და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ვრცელდება “მიმირექსზე“ და მასზე არსებულ მთელ შინაარსზე (პროდუქტებისა და მომსახურების ჩათვლით). აკრძალულია “მიმირექსზე” მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის/შინაარსის, მათ შორის ლოგო, პიქტოგრამა, გრაფიკა, სურათი, გამოსახულება, პატენტი, მომსახურების/სასაქონლო ნიშნები, დიზაინი, შექმნილი ვიზუალური მედია და სხვა ინტელექტუალური საკუთრების (რეგისტრირებული, ან არარეგისტრირებული) უნებართვო გამოყენება, დამუშავება და გამოქვეყნება (მათ შორის სოციალურ მედიაში) „მმართველი კომპანიის“ წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
ლიცენზია
- თუ თქვენ ეთანხმებით ზოგად წესებსა და პირობებს, ჩვენ გაძლევთ უფლებას გამოიყენოთ უფასო, არა ექსკლუზიური წვდომა “მიმირექსის“ ვებ-გვერდზე, თქვენ ამ ლიცენზიის სხვისთვის გადაცემის უფლება არ გაქვთ. თქვენი ანგარიშის გაუქმების შემთხვევაში, თქვენი არა ექსკლუზიური ლიცენზიაც უქმდება.
- აპლიკაციის (“ვებ პლატფორმის”) ლიცენზიის ქონის დროს არ გაქვთ უფლება აპლიკაციის დეკომპილაციის, დაშლის (reverse engineering) ან რაიმე სხვა გზით აპლიკაციის კოდზე წვდომის მოპოვებისა. არ გაქვთ უფლება რაიმე გზით დააზიანოთ აპლიკაციის მუშაობის სქემა ან სცადოთ არაავტორიზებულ მონაცემებზე წვდომა.
- ლიცენზიის გაწყვეტის მომენტში ვალდებული ხართ შეწყვიტოთ “მიმირექსის“ აპლიკაციის გამოყენება.
პასუხისმგებლობა
- „მმართველი კომპანია“ არ იძლევა გარანტიას რომ სერვისს გაუწევს “მომხმარებელს” უწყვეტად ან შეცდომის გარეშე. ნებისმიერი შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში ჩვენი გუნდი იზრუნებს მის გამოსწორებაზე შეძლებისდგავარად სწრაფად. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სერვისის გაწევა შეიძლება შიგადაშიგ შეიზღუდოს ტექნიკური გაუმართაობის პრობლემების გამო.
- „მიმირექსი“ მისი წარმომადგენლები, დირექტორები და თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებლები თქვენს წინაშე თუ თქვენ დაზარალდებით „მმართველი კომპანიის“ სერვისის უწყვეტობაზე დაყრდნობით.
- ფინანსური პასუხისმგებლობა „მმარველი კომპანიის“ მხრიდან კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში შეზღუდულია 1000 ლარით. “მომხმარებელს” უფლება ექნება ზარალის ანაზღაურების საფასური მოითხოვოს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ „მიმირექსი” დაარღვევს კონტრაქტს. “
- „მმართველმა კომპანიამ“ შეიძლება შეგიწყვიტოთ გამოყენების უფლება კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში ან თუ ჩავთვლით რომ საფრთხეს წარმოადგენთ კომპანიისთვის.
- „მმართველი კომპანია“ არ გასცემს გარანტიას, რომ პლატფორმაზე განცხადების განთავსება ავტომატურად კლიენტის მოძიების ტოლფასია. ასევე, „მმართველი კომპანია“ არ გასცემს გარანტიას, რომ ვებ-გვერდზე „ექსპერტისგან“ მომსახურების შესყიდვა ავტომატურად იდეალური და უტყუარი მომსახურების მიღების გარანტიაა.
- „მომხმარებლები“ („კლიენტების“ და „ექსპერტების“ რანგში) ერთმანეთთან მოლაპარაკებით ახდენენ შეთანხმებას და შეთანხმების მიღწევა მათზეა დამოკიდებული.
- „მმართველი კომპანია“ არ არის პასუხსიმგებელი რეგისტრირებული„მომხმარებლების“ არაკანონიერ ქმედებებზე, პერფორმანსზე და შემდგომ საქმიანობაზე. ასევე, „მომხმარებლის“ მხრიდან არაკეთილსინდისიერ მოპყრობაზე.
შესწორებები ზოგად წესებსა და პირობებში
მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანის დროს “მომხმარებელი”მიიღებს შეტყობინებას „ვებ-გვერდზე“ ან/და იმეილზე. „ვებ-გვერდის“ გამოყენების გაგრძელებისას “მომხმარებელი”ავტომატურად ეთანხმება ცვლილებებს.
გთხოვთ დაკვირვების წაიკითხოთ ვებ-გვერდის მოხმარების პირობები და ნებისმიერი ცვლილებები რომელიც მათში შევა.
დავის გადაწყვეტა
დავის არსებობის შემთხვევაში მხარეები მიმართავენ მედიაციის ინსტიტუტს. მხარეთა შორის კონსენსუსის მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განსახილველად გადაეცემა თბილისის საქალაქო სასამართლოს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქართული (მოცემული) ვერსია წარმოადგენს ორიგინალს. მოცემული დოკუმენტის ნებისმიერი სხვა ენაზე არსებული ვერსია წარმოადგენს თარგმანს. თარგმანებს შორის კონფლიქტის ან/და გაურკვევლობის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ქართულ ვერსიას.
კონტაქტი
ნებისმიერი საეჭვო გარემოების არსებობის, ჩვენი კომპანიის სახელით თქვენი პირადი მონაცემების მოთხოვნის, ჩვენი კომპანიის ყალბი ვებ-გვერდის აღმოჩენის ან წინამდებარე წესებისა და პირობების შესახებ კითხვებისა და კომენტარების არსებობის, რეგისტრაციისას ან/და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელების დროს ნებისმიერი შეფერხების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: info@mimirex.com